გაკვეთილის მთავარი თემა
|
აკაკი წერეთლის ცხოვრების
გზა - ბიოგრაფია
|
||
სწავლების საფეხური
|
მე-7 კლასი
|
||
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები
გაეცნობიან დიდი პოეტის ბიოგრაფიას
|
||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ აკაკი
წერეთლის ცხოვრებისეული ეპიზოდების გააზრებას ძირითადი ფაქტების ჩანიშვნას, საკუთარი
შეხედულებების გამოხატვას და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენას.
მოიძიებს საჭირო ინფორმაციას
მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან.
თანმიმდევრულად გადმოსცემს
ნაცნობი ტექსტის შინაარსს.
შესწავლის მიზნით ნელა კითხულობს
ტექსტს,ხელახლა გადაიკთხავს ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს.
|
||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა
უნდა იცოდნენ აკაკის ბავშვობისა და გიმნაზიის წლების ეპიზოდები
|
||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
Sefasdebian moswavleebi aqtiurobis mixedviT, saSinao davalebis
warmomdgeni ori moswavle
|
||
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
დაფა, სახელმძღვანელო, ინტერნეტი.
|
||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1.საშინაო დავალების შემოწმება (ინდივიდუალურად, მერხებს შორის ჩამოვლით).
ა. მასწავლებელი ორ მოსწავლეს წააკითხებს საშინაო დავალებას (მოსწავლის
ბიოგრაფიიდან რაიმე ეპიზოდის გახსენება).
ბ. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს წარმოდგენილი დავალებების შესახებ.
2. მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ნიკო ბურის მოგონებებს და სვამს
კითხვებს:
ა. რა განსხვავებაა ბიოგრაფიასა და ავტობიოგრაფიას შორის?
ბ. რომელი მწერლის ავტობიოგრაფიული მოგონებები გაქვთ შესწავლილი?
გ. მოსწავლეები იხსენებენ აკაკის თავგადასავალს.
მასწავლებელი გააცნობს კლასს გაკვეთილის თემას, განუმარტავს, რომ დღეს
შეისწავლიან ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის
მათთვის უცნობ ბიოგრაფიულ ცნობებს. მოსწავლეთა დახმარებით, მათი კარნახით მასწავლებელი
ავსებს დაფაზე დახაზული სქემის პირველ გრაფას.
|
||
ვიცი
|
მინდა ვიცოდე
|
ვისწავლე
|
|
*სად და როდის დაიბადა აკაკი
წერეთელი (1840 წლის 9 ივნისს (ახ. ს. 21 ივნისი) საჩხერის სოფელ სხვიტორში)
*აკაკის მამა -როსტომ წერეთელი
ზემო იმერეთის წერეთელთა გვარის წარმომადგენელი ყოფილა, თავადი.
*დედა, ეკატერინე აბაშიძის
ასული. იგი დიდი ისტორიული ოჯახის შვილი იყო, სოლომონ I-ის შვილის შილის შვილი გახლდათ. *აკაკი გააძიძავეს
სავანეში, ყანჩაველების ოჯახში. მისი ძიძა იყო მანო სადუნიშვილი.
*10 წლის აკაკი ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს.
*გიმნაზიის წლები
*ლექსები - ხატის წინ; სულიკო.
|
აკაკის ცხოვრების შემდგომი
გზა
|
*აკაკიმ სწავლა განაგრძო
პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.
*აქ იგი დაუახლოვდა იმდროინდელ
ქართველ სტუდენტებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძეს და შემდგომში მასთან ერთად ეწეოდა
უდიდეს საზოგადოებრივ საქმიანობას.
*უნივერსიტეტში დაიცვა სადიპლომო
ნაშრომი ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ.
* აკაკი ცოლად შეირთო ნატალია
ბაზილევსკაია, ყავდა ერთი ვაჟი - ალექსი.
* 60-იან წლებში დაბრუნდა
საქართველოში და დაიწყო საზოგადოებრივი საქმიანობა.
* მოღვაწეობდა ჟურნალ ცისკარში.
* 1897 წელს დააარსა საკუთარი
ჟურნალი აკაკის თვიური კრებული.
*1907 წელს გამოსცა სატირული
ჟურნალი ხუმარა.
* სათავსეში ჩაუდგა ქართული
თეატრის აღდგენის საქმეს და ითავა მისი ხელმძღვანელობა.
* აქტიურად მონაწილეობდა
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეში.
*აკაკის ფეხით ქონდა შემოვლილი
მთელი საქართველო და დიდი
პოპულარობითა და სიყვარულით
სარგებლობდა ხალხში.
* აკაკი გარდაიცვალა
1915წლის 26 იანვარს (ახ. ს. 8 თებერვალი), დაკრძალულია მთაწმინდაზე.
|
|
აკაკის ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეოფილმის ჩვენება.
საშინაო დავალება - აკაკი წერეთლის ბიოგრაფია თხრობით.
ლიტერატურა:
ვ. მინაშვილი, ჩანგნაკურთხი მგოსანი, თბ., 1986.
გ. ასათიანი, სათავეებთან, თბ., 1982.
პ. ინგოროყვა, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებლები, თბ., 1983.
ინტერნეტში მოიძიონ აკაკის
სრული ბიოგრაფია. რვეულებში ამოიწერონ მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მადალი
|
საშინაო დავალება
|
თუ მოსწავლეს არა აქვს სრულყოფილად დავალება
|
მოსწავლეს აქვს დავალება; არ არის ქრონოლოგია დაცული;არ არის ეპიზოდთა
თანამიმდევრობა
|
დავალება სრულყოფილია ქრონოლოგიურად და
|
საკლასო აქტივობა
|
თუ მოსწავლე ვერ ახერხებს აკაკის ცხოვრებისეული თარიღების დასახელებას
|
ასახელებს თარიღებსა და ეპიზოდებს, ვერ ახერხებს მათ დაკავშირებას
|
თანმიმდევრობით გადმოსცემს ბიოგრაფიის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს თარიღებისა
და ფაქტების გათვალისწინებით
|
პრეზენტაცია
ქალბატონო ელზა ძალიან კარგი გეგმაა
ReplyDeleteqalbatono elza kargi gegma gaqvt
ReplyDelete